Saturday, July 17, 2010

კათოლიკეები და მართმადიდებლები სოფელ არალში

1. პროექტის სახელი: კათოლიკეები და მართმადიდებლები სოფელ არალში

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ და დაამტკიცებენ, რატომაა ასეთი რთული დამოკიდებულება ორ სარწმუნოებას შორის.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია კათოლიკე და მართმადიდებელი მღვდლებისაგან, რატომ ხდება ასეთი განუკითხაობა და დაპირისპირება ამ სოფელში. მოსწავლეები გამოკითხავენ ხალხს ეთანხმებიან თუ არა ამ პრობლემებს, რა არის გამოსავალი და რა უნდა შეცვალოს ორივე საპატრიაქომ თავის წესებში რომ არ იყოს მეზობლებში, მეგობრებში , ნათესავებში და მთლიანდ სოფლის მოსახლეობაში ამდენი პრობლემა.

4. მოსწავლეთა ასაკი: 16–17 წელი

5. ვადები/ხანგრძლიოვობა: 3 კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული ინფორმაციის განხილვა და დისკუსია კლასში.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დისკუსიის, კვლევა ძიების უნარი. უფრო საფუძვლიანად შეისწავლიან სოფლის წარსულს და მეტნაკლებად აღკვეთავენ იმ პრობლემებს რაც კათოლიკე და მართმადიდებელ მოსწავლეებს შორის ხდება და გაუჩნდებათ მეტი პატივისცემა ორივე სარწმუნოების მიმართ.

8. სარგებლობა სხვებისათვის: გაეცნონ და მოისმინონ ორივე სასულიერო პირსა და ორივე სარწმუნოების ბავშვების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

9. სამუსაო ენა: ქართული, ფრანგული

10. მოსწავლეები სხვა სკოლებიდან: უდის N1 და N2 საჯარო სკოლებიდან.

11. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის წარსულს და ორი სარწმუნოების ისტორიას და მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ.

12. პროექტის ფასილიტატორი: ნატო კაჭკაჭაშვილ

13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: natali.natato@gmail.com